• tbilisi
  • new york
  • miami
  • houston
  • los angeles
  • toronto
გადაზიდვები

      Black Sea Trans ემსახურებია ავტო-სადილერო კომპანიებს საქართველოში, ასევე ადგილობრივ და ა.შ.შ.-ში მოღვაწე ინდივიდუალურ ავტო-დილერებს. ჩვენ სანდო, საიმედო და პერსპექტიულ პარტნიორობას ვუწევთ როგორც გამოცდილ და წარმატებულ ავტო-სადილერო კომპანიებს, ასევე დამწყებ ავტო-დილერებს.
      ჩვენთან თანამშრომლობით მიღებული დადებითი გამოცდილება შესყიდვასა და ლოჯისტიკაში რთული პროცესების ეფექტურად მართვის შედეგია. იმისათვის რომ ყოველთვის  შემოგთავაზოთ საუკეთესო პირობები ჩვენ, მომსახურების თითოეულ ეტაპზე, მუდმვად ვახდენთ ვადების, ხარჯებისა და რისკების ოპტიმიზაციას. ა.შ.შ-ში ტვირთის შეკვეთის განხორციელებისას, შენაძენის ექსპერტიზის დროს დატვირთვის თუ დანიშნულების პორტებში, სახმელეთო თუ საზღვაო უსაფრთხო და სწრაფი ტრასნპორტირებისას, ავტომანქანის დატვირთვის თუ მიღების დროს, ასევე საბაჟო პროცედურების მართვისას ჩვენ ყოველთვის ერთგულად ვიცავთ თქვენი ბიზნესის ინტერესებს.
      შეკვეთის დაწყებიდან მის დასრულებამდე თქვენ მოგემსახურებათ შესყიდვის მენეჯერი, რომელიც უზრუნველგყოფთ გონივრული კონსულტაციით, ასევე უწყვეტ რეჟიმში შეგატყობინებთ ტვირთის შესყიდვისა და გადაზიდვის სტატუსის შესახებ.
      შესყიდვის განხორციელებისას Black Sea Trans  მომსახურების ძირითადი პაკეტი მოიცავს შემდეგ სერვისებს:

 

 ●     ჩვენს ვებ-გვერდზე საწევრო პროფილის/ანგარიშის დარეგისტრირება. თქვენს ანგარიშზე ასახული იქნება სრული ისტორია ტრანზაქციების შესახებ, ასევე ინფორმაცია თქვენს მიერ შეძენილ ავტომანქანასთან დაკავშირებით (მაგ.: კონტეინერის ნომერი, გადამზიდავი ხაზი, გადაზიდვამდე და გადაზიდვის შემდგომ გადაღებული ფოტომასალა.)
●      ავტო-დილერებისთვის პარტნიორი საავტომობილო აუქციონების ვებ-გვერდებზე რეგისტრაციისა და შესვლის კოდების მინიჭება.
●      აუქციონებიდან შეძენილი ავტომობილის მიღება.
●      ავტომობილების სახმელეთო ტრანსპორტირება დატვირთვის პორტამდე
●      ტვირთის საბაჟო გაფორმება  და საექსპორტო დოკუმენტაციის მომზადება
●      საზღვაო ხომალდზე დატვირთვა
●      ავტომობილის დანიშნულების პორტამდე ტრასპორტირება
●      იმპორტის საბაჟო გაფორმება და საიმპორტო დოკუმენტაციის მომზადება
●      შეკვეთის დაფინანსება ხელსაყრელი პირობებით
●      ტვირთის დაზღვევით უზრუნველყოფა
●      კონტეინერით უზრუნველოყოფა
●      ავტომობილის ექსპერტიზა დატვირთისა და დანიშნულების პორტებში

 

გამარტივებული სამუშაო პროცესი

Black Sea Trans მუდამ ვზრუნავთ თქვენი ბიზნესის წარმატებაზე. ამიტომ ყოველდღიურად ეფექტური მომსახურებით ვცდილობთ გაგიადვილოთ საქმე, დავზოგოთ თქვენი  დრო და ძალისხმევა, რადგან მეტი სარგებელი მოუტანოთ თქვენს კომპანიასა და კლიენტებს.

 

ნდობის მაღალი ხარისხი

ჩვენი მყარი პარტნიორობა სანდო და საიმედო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო  საავტომობილო აუქციონებთან და გადამზიდავ ხაზებთან, ასევე ანგარიშსწორების  უსაფრთხო მეთოდები და ტვირთის დაზღვევით უზრუნველყობა გაძლევთ გარანტიას დროულად და უსაფრთხოდ  შეასრულოთ თქვენი კლიენტების შეკვეთები, რაც დადებითად იმოქმედებს თქვენი კომპანიის იმიჯზე და გაზრდის  თქვენდამი ნდობის  ხარისხს.

 

თქვენს ინტერესებზე მორგებული კონსულტაცია

ჩვენი მაღალკვალიფიციური პერსონალი უზრუნველგყოფთ საუკეთესო ავტო-სადილერო და ტრანსპორტირების მომსახურებით შეკვეთის დაწყებიდან მის დასრულებამდე.  ჩვენ თავიდან აგარიდებთ ზედმეტ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ასევე აქტიური   შეტყობინებები და პირდაპირი კომუნიკაცია თქვენს მენეჯერთან მოგიხსნით შეკვეთის წარმოებისას გადაჭარბებული კონტროლის პრობლემას.
ჩვენ გაგიწევთ გონივრულ კონსულტაციას მომგებიანი  შესყიდვის განსახორციელებლად თქვენი ბიუჯეტის ფარგლებში და შემოგთავაზებთ თქვენს ინტერესებზე მორგებულ გადახდის პირობებს.

 

შენაძენის ექსპერტიზა

Black Sea Trans მოგანიჭებთ სიმშვიდესა და კომფორტს თქვენი მოლოდინის შესაბამისი პროდუქტის მოწოდებით.

ჩვენთან თანამშრომლობით თქვენ შეგიძლიათ იყოთ მშვიდად ვინაიდან,
ჩვენ გთავაზობთ პროდუქტის  ვიზუალურ დათვალიერებას ტვირთის საწყობში მიღებისას საზღვაო გადაზიდვამდე,  ასევე მისი  გადაზიდვის შემდგომ. ექსპერტის მიერ მოწოდებული ფოტომასალა  გამომგზავნისა და დანიშნულების პორტებში ასახავს ავტომობილის ზუსტ მდგომარეობას ყოველ ეტპაზე, რაც გაძლევთ საშუალებას გადაამოწმოთ მონაცემების სისწორე.

კონტეინერის ძებნა
გადაზიდვის კალკულატორი
0$
0$
ჯამი: 0$
კონტაქტი
ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი 32
BLACKSEATRANS :
(+995 32) 2 500 504
BLACKSEATRANS : info@blackseatrans.com.ge