• tbilisi
  • new york
  • miami
  • houston
  • los angeles
  • toronto
BLACKSEATRANS პარტნიორები საქართველოში

 

  


საქართველოს ბანკი - იგრძენი მომავალი


დაფინანსების მეშვეობით თქვენ შეძლებთ არამხოლოდ საქმის შეუფერხებლად წარმოებას, არამედ შემოსავლების საგრძნობლად გაზრდას. ჩვენი დაფინანსებით უწყვეტად მიიღებთ შეკვეთებს, აწარმოებთ მიწოდებას და აღარ მოგიწევთ ცდა ხანგრძლივი ლოჯისტიკური თუ სარეალიზაციო პროცედურების დასრულებამდე.
თითოეულ ავტო-სადილერო კომპანიას თუ დამოუკიდებელ ავტო-დილერს ვთვაზობთ დაფინანსების ინდივიდუალურ პირობებს, რომლშიც დეტალურად განისაზღვრება დაფინანსებით უზრუნველყოფისა და კლიენტის თანამონაწილეობის ოდენობა, ასევე ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი და სესხის ვადა.
დაფინანსების ინდივიდუალური პირობების განსაზღვრით ჩვენ ვცდილობთ ოპტიმალურად მოვერგოთ თქვენს ბიზნეს მოთხოვნებსა და ინტერესებს.




ალდაგი


იმისათვის რომ ტრასნპორტირების პროცესი შეუზღუდავად წარიმართოს, ასევე გადაზიდვისას შესაძლო რისკები მინიმუმამდე დავიდეს და შედეგად, ავტომობილის თქვენამდე მოწოდება უსაფრთხოდ მოხდეს, ჩვენ გთავაზობთ ტვირთის დაზღვევას ა.შ.შ.-ს საწყობიდან საქართველოს საზღვაო აკვატორიამდე (დანიშნულების პორტამდე).
ტვირთის დაზღვევა ფარავს დაზღვეული ავტომობილის დაზიანების ან დანაკარგის შემდეგ რისკებს:


●    ჩატვირთვა-გადმოტვირთვისას დაზიანება ან/და განადგურება.
●    გადაზიდვის პროცესში შუალედურ საწყობებში ტვირთის შენახვა.
●    საერთო ავარია
●    ზარალი, ხარჯები და შენატანები საერთო ავარიასთან დაკავშირებით (ტვირთების საზღვაო ან სახმელეთო გადაზიდვისას).
●    ქურდობა, ძარცვა

ჩვენს მიერ შემოთავაზებული დაზღვევა არ ითვალისწინებს გარკვეული რისკების დაფარვას. ჩამონათვალს გთხოვთ გაეცნოთ ყურადღებით: საომარი მოქმედებები; სამოქალაქო არეულობები; გაფიცვები; საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გამოცემული საკანონმდებლო აქტები; სტიქიური უბედურებები; ხანძარი; აფეთქება; მეხის დაცემა; წყალდიდობა (ცუნამი, შტორმი); სატრანსპორტო საშუალებების შეჯახებას სხვა მოძრავ და უძრავ საგნებთან; და ა.შ) სადაზღვევო თანხის ოდენობა განისაზღვრება ავტომობილის საინვოისე ღირებულებით. სადაზღვევო თანხად შეიძლება განისაზღვროს ტვირთის ღირებულებას დამატებული ტრანსპორტირების ხარჯებიც


 


 

ეი პი ემ ტერმინალს ფოთი


ეი პი ემ ტერმინალს ფოთი როგორც პარტნიორებს ასევე კლიენტებს სთავაზობს კონტეინერების/მანქანების ონლინ რეჟიმში მონიტორინგს (CCOM) კონტეინერების სასაწყობე ტერიტორიაზე, ყოველდღიურად გემების ნავსადგურში განლაგებასა (DSP) და ონლაინ რეჟიმში გამოცხადების უზრუნველყოფას (POS). ეი პი ემ ტერმინალს ფოთი გვეხმარება 24 საათის განმავლობაში მივიღოთ შეუფერხებელი, უსაფრთხო და კომფორტული მომსახურება თქვენი ტვირთის მისაღებად.

 


BLACKSEATRANS პარტნიორები საქართველოს საზღვრებს გარეთ

 თანამშრომლობს ძლიერი და სანდო რეპუტაციის მქონე საერთაშორისო საავტომობილო აუქციონებთან და გადამზიდავ ხაზებთან. თქვენ ხელსაყრელ პირობებს გთავაზობთ ისეთი გლობალური საავტომობილო აუქციონები როგორებიცაა:





გამოცდილი პარტნიორები, აგენტები და სხვადასხვა შტატში არსებული საწყობები გვაძლევს საშუალებას  უსაფრთხოდ მოვახდინოთ ყველა ტიპის ავტომობილის, მძიმე ტექნიკის და ნებისმიერი სახის ტვირთის სახმელეთო ტრანსპორტირება, რაც დაშვებულია ა.შ.შ. და კანადის კანონმდებლობით. კომპანიას ყავს კვალიფიციური უცხოელი პარტნიორები და სტრატეგიულად განლაგებული საწყობები ა.შ.შ. სხვადასხვა შტატებსა და კანადაში. საწყობები მდებარეობს ცენტრალური ქალაქების პორტებთან ახლოს, ჩვენს უპირატესობას წარმოადგენს უსაფრთხო სახმელეთო ლოჯისტიკა, რაც გაძლევთ საფუძველს ითანამშრომლოთ ჩვენთან
     თქვენი ტვირთის საზღვაო სწრაფ და უსაფრთხო ტრანსპორტირებაზე  კი ზრუნავენ  შემდეგი საერთაშორისო გადამზიდავი ხაზები:  




კონტეინერის ძებნა
გადაზიდვის კალკულატორი
0$
0$
ჯამი: 0$
კონტაქტი
ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი 32