• tbilisi
  • new york
  • miami
  • houston
  • los angeles
  • toronto
ჩვენ შესახებ

BSBG

Black Sea Business Group (ბლექ სი ბიზნეს გრუპი) 2018 წელს დაარსდა და აერთიანებს ორ წარმატებულ  კომპანიას თავის სფეროში  – Black Sea Trans-სა და Autoland-ს.

Black Sea Trans ავტოსადილერო კომპანიაა და 14 - წლიანი გამოცდილებით სამართლიანად ითვლება დარგის წამყვან მოთამაშედ.

Autoland ასევე წარმატებით საქმიანობს დაარსების დღიდან და მომხმარებელს მხოლოდ მაღალი ხარისხის ავტონაწილებით, ავტოსაღებავებით, ზეთებითა და სხვა პროდუქციით უზრუნველყოფს.

კმაყოფილი მომხმარებლები, პარტნიორები და სფეროში და ღირებული გამოცდილება Black Sea Business Group-ისთვის უდიდესი მოტივაციაა, კიდევ უფრო განვითარებისა და წარმატებისთვის. სწორედ ამიტომ, კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს გაფართოებას და მომხმარებლისთვის საუკეთესო მომსახურების სრული სპექტრის შეთავაზებას.


BLACK SEA TRANS

კომპანია Black Sea Trans 2005 წელს დაფუძნდა და ავტოსადილერო სფეროში მოღვაწეობის 14-წლიანი გამოცდილება გააჩნია. კომპანიამ პარტნიორებთან ერთად დღემდე გრძელი და ურთულესი გზა განვლო. ამ თოთხმეტი წლის განმავლობაში ღირსეულად გადალახა ყველა ის ადგილობრივი თუ გლობალური დაბრკოლება, რაც ბიზნესს საკმაოდ დიდ პრობლემებს უქმნის: საომარი მოქმედებები, სტიქიური უბედურებები, ინფლაცია, რეგულაციები... ეს ის სირთულეებია, რომლებიც მეტ-ნაკლები ინტენსივობით დღესაც გრძელდება და ისეთ სპეციფიურ ბიზნესზე, როგორიც ავტობიზნესია, განსაკუთრებით რთულად აისახება. თუმცა, სწორედ ამ სირთულეებმა კომპანიას უდიდესი გამოცდილება შესძინა და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Black Sea Trans მომხმარებლის ინტერსებზე მაქსიმალურად ორიენტირებული და მაღალი რეპუტაციის კომპანიაა.

Black Sea Trans-ისთვის მომხმარებლის კმაყოფილება უპირველესია და სწორედ ამიტომ ინოვაციური შემოთავაზებებით, მომსახურების ხარისხზე, მომხმარებლისა და დილერების კმაყოფილებაზე მუდმივად ზრუნვით ინაჩუნებს ლიდერის პოზიციასა და საუკეთესო რეპუტაციას.

Black Sea Trans პროფესიონალ გუნდთან და გამოცდილ პარტნიორებთან ერთად ეფექტიანად მართავს ბიზნესპროცესებს დაუზრუნველყოფს მომხმარებელს საუკეთესო ავტო-სადილერო და ტრანსპორტირების მომსახურებით შეკვეთის დაწყებიდან დასრულებამდე.

Black Sea Trans წარმატებით ახორციელებს როგორც მცირე და საშუალო, ისე მასშტაბურ პროექტებს, ყოველდღიურად იზრდება და ვითარდება. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების განვითარებასა და კეთლდღეობაზე,  პარტნიორებისა და კლიენტების კმაყოფილებასა და მათი ბიზნესის განვითარებაზე.


ჩვენი ფასეულობები

პროფესიონალიზმი, მაღალი სტანდარტები, გუნდურობა, გამჭვირვალობა, ურთიერთპატივისცემა და ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა – Black Sea Trans-ის მთავარი ღირებულებებია.

ჩვენ ორიენტირებული ვართ გრძელვადიან და წარმატებულ ურთიერთობებზე და გვწამს, რომ ასეთი თანაშრომლობის უმთავრესი პირობა ურთიერთპატივისცემა, გამჭვირვალობა და ნდობაა და სწორედ ამიტომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენი კოლეგების, პარტნიორებისა და მომხმარებლის აზრს. სათანადოდ ვაფასებთ და ვითვალისწინებთ მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს, სურვილებს. მკაცრად ვიცავთ ბიზნესინფორმაციის კონფიდენციალობას.

ჩვენ ვქმნით საუკეთესო ავტო-სადილერო და გადაზიდვის გამოცდილებას ჩვენი კლიენტებისთვის მხოლოდ გუნდური და ურთიერთპატივისცემაზე აგებული ურთიერთობებით, სწორედ ერთგულ მომხმარებელთანნ თანამშრომლობით ვაღწევთ ურთიერთსასარგებლო შედეგს და მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს დარგის განვითარებაში.

ჩვენ მუდმივად ვართ სიახლის ძიებაში და ჩვენს მომხმარებელს ვთავაზობთ მარტივ და მოქნილ პირობებს,  მაღალი სტანდარტების მომსახურებას – სწორედ ამიტომ გვენდობიან ჩვენ!

 


AUTOLAND

კომპანია Autoland  2018 წლის მარტში  დაარსდა და წარმატებით ახორციელებს ავტონაწილებით, ავტოსაღებავებით, ზეთებითა და სხვა პროდუქციით მომხმარებლის უზრუნველყოფას.
კომპანიისთვის უმთავრესია მომხმარებლის კმაყოფილება, სწორედ ამიტომ მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს ავტომფლობელებს.

Autoland-ის პროფესიონალთა ჯგუფი მუდმივად მზადაა ღირებული კონსულტაცია, საჭირო რეკომენდაციები და  რჩევები მიაწოდოს მომხმარებელს.

ჩვენი სერვისები

ჩვენ გთავაზობთ ყოველგვარი საკომისიოსა და დამატებითი ხარჯების გარეშე:

•    ძარის ნაწილებს შემდეგი ავტომობილებისთვის:
Toyota Camry 2010-2018
Toyota Prius 2010-2018
Toyota Prius c 2012-2017
Ford Fusion 2013-2017
Lexsus CT 200 2011-2017
Honda Insight 2009-2011
•    ავტოსაღებავებსა და დამხმარე საშუალებებს
•    ზეთებს, ფილტრებს, ანტიფრიზებს, ხუნდებს და სხვა პროდუქციას.

ჩვენთან ურთიერთობა მარტივი და გამჭვირვალეა – თქვენ შეგიძლიათ მოგვწეროთ თქვენი ავტომობილის მონაცემები და ჩვენ დაგეხმარებით რეკომენდირებული ზეთისა და პროდუქციის შერჩევაში და რაც მთავარია, მომსახურებას მიიღებთ სწრაფად და დათქმულ ვადებში!
გვაქვს ადგილზე მიწოდების სერვისი როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.
 
ასევე, შეგიძლიათ გახდეთ ჩვენი კლუბის წევრი, მიიღოთ ბარათი და ისარგებლოთ 10%-იანი ფასდაკლებით


კონტეინერის ძებნა
გადაზიდვის კალკულატორი
0$
0$
ჯამი: 0$
კონტაქტი
ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ფარნავაზ მეფის გამზირი 32
BLACK SEA BUSINESS GROUP :
(+995 32) 2 500 504